ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი სემ ილქელთან ორ სეტში დამარცხდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი სემ ილქელთან ორ სეტში დამარცხდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიაში, ITF-ის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ სემ ილქელთან (277-ე რეიტინგში) ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა.

პირველ სეტში თურქმა მეტოქემ ერთი ბრეიქი შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მეორე პარტია ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო, ქართველი ჩოგბურთელი 3:1 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ თავისი ჩაწოდება ორჯერ დაკარგა და მატჩში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 595-ე ადგილზეა. გასულ კვირას ის სანდერლენდის ტურნირზეც თამაშობდა, სადაც მერვედფინალამდე მიაღწია.