ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT

11:10, 05.05.2026

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ნახევარფინლაში მსოფლიო რეიტინგის 153-ე ნომერს, დანიელ ელმერ მორეს სამ სეტში – 4:6, 6:2, 6:7 სძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი წააგო, თუმცა თამაშის შემოტრიალება მაინც შეძლო. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიის წარმომადგენელი რინკი ჰიიკატა იქნება.

მსგავსი