ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/16-ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერი ბრენდონ ნაკაშიმა ორ სეტში – 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ – ტაიბრეიქზე კი ბასილაშვილმა მეტოქეს სამი ჩაწოდება აართვა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე სეტში გადამწყვეტი ბრეიქი ქართველმა ანგარიშზე 5:4 შეასრულა.
რომის პრესტიჟულ ტურნირზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე რეიტინგის მე-14 ნომერი ანდრეი რუბლევი იქნება – შეხვედრა 12 მაისს შედგება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.