ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ავსტრალიის წარმომადგენელი რინკი ჰიიკატა ორ სეტში – 6:3, 6:2 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
ქართველი ჩოგბურთელი ორივე სეტის განმავლობაში დამაჯერებელად გამოიყურებოდა – მან ბრეიქის შესრულება ოთხჯერ მოახერხა, ხოლო საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია.
ბასილაშვლის პირველი მეტოქის ვინაობა რომის მასტერსის ძირითად ბადეში მოგვიანებით, წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.