ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ATP-ის კატეგორიის ტურნირზე ბოლოს 2023 წელს ითამაშა.