ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს.
პირველ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში, 6:3, 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილი იაპონელ შო შიმაბუკუროს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 110-ე ადგილზეა.
ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 134-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი რეიტინგში მე-16 ადგილი გახლდათ.