ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს #1TVSPORT

მიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ პატრიკ კიპსონს შეხვდა და მეტოქე ორ სეტში – 6:3, 6:1 დაამარცხა.

პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობა მეშვიდე და მეცხრე გეიმებში შესრულებული ბრეიკებით მოიპოვა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. ანალოგიური სურათი იყო მეორე პარტიაშიც – ბასილაშვილი სრულად აკონტროლებდა თამაშს, მეოთხე გეიმში ბრეიკი შეაასრულა, შემდეგ იმავეს გაკეთება მეექვსე გეიმში მოახერხა.

ნახევარფინალში ბასილაშვილმა იაპონელი შიმაბუკურო დაამარცხა. რაც შეეხება ძირითად ბადეს, პირველ წრეში მისი მეტოქე არგენტინელი მარიანო ნავონე იქნება, რომელიც ამჟამად ATP-ს რეიტინგში 61-ე პოზიციას იკავებს.