ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდში, 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 90-ე ნომერი პატრიკ კიპსონი სამ სეტში – 6:7, 7:6, 6:4 დაამარცხა.
მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა იტალიელ სტეფანო ტრავალიას სძლია – 7:6, 6:4.
ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 120-ე ადგილზეა, მისი მომდევნო მეტოქე მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში მოგვიანებით გამოვლინდება.