ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის დასაწყებად ემზადება.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე კოლუმბიელი ნიკოლას მეხია (188-ე პოზიცია) იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ძირითად ბადეში მოსახვედრად ბილი ჰარისსა და კრისტოფერ ო’კონელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი ამ ტურნირზე გასულ სეზონშიც გამოვიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ ის პირველ წრეში მარკოს ხირონს შეხვდა და ორ სეტში – 5:7, 6:7 (3:7) დამარცხდა. ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 464 ქულით 133-ე ადგილზეა.