ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი მატჩის მოგება სჭირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში კოლუმბიელი ნიკოლას მეხია სამ სეტში, 0:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე 10 ეისი შეასრულა და მეტოქის ჩაწოდების მოგერიება სამჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე იყო პირდაპირ მოგებული 28 ქულა.

34 წლის ქართველის მეტოქე შემდეგ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 127-ე ნომერი, ავსტრალიელი კრისტოფერ ო’კონელი იქნება. შეხვედრა 4 მარტს ჩატარდება.