ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მან საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი, გერმანელი დიეგო დედურა (ATP-ის რეიტინგის 283-ე) რთულ, ორსეტიან დაპირისპირებაში ანგარიშით 7:6, 6:3 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ სეტში, მე-11 გეიმის დროს ქართველმა ბრეიკი შეასრულა და პარტიის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა საკუთარი მოწოდებისას უპირატესობა ხელიდან გაუშვა და გერმანელმა ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა. საბოლოოდ, პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ქართველმა 8:6 მოიგო. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ბასილაშვილი თამაშს სრულად აკონტროლებდა.

ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ბასილაშვილი გადამწყვეტ შეხვედრას ლორენცო სონეგოს წინააღმდეგ ჩაატარებს. ცნობისთვის, ეს სპორტსმენები კარიერაში აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს – ქართველმა ერთი მატჩი მოიგო.