ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, ფინიქსში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩელენჯერის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ფავორიტად მიჩნეული პოლონელი კამილ მაიხშაკი ორ სეტში – 7:6, 6:3 დაამარცხა. ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილი 23 წლის ფრანგს, მსოფლიოს 76-ე ნომერ არტურ კაზოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ, სავარაუდოდ, ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი იქნება, 26 წლის კორენტინ მუტე, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 33-ე ადგილზე იმყოფება. შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.