ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, ჩენგდუს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩინელი ჰანლეი ლუ ორ სეტში – 6:2, 6:0 დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი ფედერიკო ჩინა იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 170-ე ადგილზეა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის კლასიფიკაციაში 145-ე პოზიციას იკავებს.