ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

10:42, 27.09.2026

ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი ორ სეტში – 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 77-ე ნომერთან ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ჩენგდუს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, იქ ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე სერბ კეჩმანოვიჩსა და ნიდერლანდელ ვან დე ზანდშლუპს სძლია.

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ფრანგ მიულერსა და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ესპანელ დავიდოვიჩ ფოკინას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი