ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს. 1/16-ფინალურ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი ორ სეტში – 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა.
მატჩის განმავლობაში ბასილაშვილმა 13 ეისი შეასრულა და თავისი ჩაწოდება არცერთხელ დაუთმია. მისი შემდეგი მეტოქე ჩენგდუს ტურნირზე ნიდერლანდელი ვან დე ზანდშულპი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილზეა.
34 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 145-ე პოზიციას იკავებს.