ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT

12:33, 23.09.2026

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ასპარეზობას ძირითად ბადეში გააგრძელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო კლასიფიკაციაში 170-ე ადგილზე მყოფ იტალიელ ფედერიკო ჩინას სძლია. 58-წუთიან შეხვედრაში ბასილაშვილმა ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის ძირითადი ეტაპის პირველ წრეში.

მსგავსი