ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 266-ე ნომერს, დანიელ მიხალსკის შეხვდა და მატჩი ორ სეტში მოიგო – 6:4, 7:5.
კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიის სახელით გამომსვლელი იური როდიონოვი იქნება, რომელიც მსოფლიოს 177-ე ჩოგანია. მათი შეხვედრა 30 მარტს არის დაგეგმილი.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა.