ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ პიერ-უგო ერბერს დაძაბულ სამსეტიან მატჩში 3:6, 6:3, 7:6 სძლია. ერბერთან დაპირისპირებამდე ბასილაშვილმა საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე ბელგიელი ალესიო ბასილე ორ სეტში დაამარცხა.

ქართველის პირველი მეტოქე ძირითად ბადეში ჯერ არ არის ცნობილი. მისი პოტენციური ოპონენტები არიან: მატეო არნალდი, კუენტინ ალისი, დანიელ ალტმაიერი, სებასტიან ბაესი და პედრო მარტინესი.

ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 101-ე პოზიციას იკავებს.