ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ფრანგ ქუენტინ ჰალისს შეხვდება #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ფრანგ ქუენტინ ჰალისს შეხვდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაირა. მან ჯერ ალესიო ბასილეს სძლია, შემდეგ კი პიერ ჰერბერტი დაამარცხა.
28 წლის ქუენტინ ჰალისი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 77-ე პოზიციას იკავებს, ხოლო კლასიფიკაციაში მისი საუკეთესო შედეგი 46-ე პოზიცია გახლდათ. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ამ მომენტისთვის 101-ე ადგილზეა.
ქართველი და ფრანგი ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ – სამი მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.