ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი – ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს #1TVSPORT

17:21, 10.05.2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერთან, ბენ შელტონთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დასაწყისიდანვე ძალიან დაძაბული ვიყავი. ჩემთვის ბევრს ნიშნავს მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით ტოპ-10-ის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს“, – აღნიშნა ბასილაშვილმა.

რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზი აშშ-ის წარმომადგენელს, ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილზეა.

ამერიკელისა და ქართველის მატჩი 11 მაისს შედგება.

მსგავსი