ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალურ ეტაპზე ფრანგი ანდრეა მანარინო ორ სეტში – 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე ფრანგ ჩოგბურთელს ოთხჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი არ დაუთმია.
ალმათის ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი მოიგო, 1/16-ფინალში გამოცდილ ხორვატს, მარინ ჩილიჩს სძლია, შემდეგ კი არგენტინელ ფაკუნდო დიაზ აკოსტას აჯობა. მისი შემდეგი მეტოქე ბერძენ ციციპასსა და ავსტრალიელ დაქვორზს შორის გამარჯვებული იქნება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 128-ე ადგილზეა.