ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტა ორ სეტში – 6:2, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე არგენტინელ ჩოგბურთელს ოთხჯერ აართვა ჩაწოდება, თავად კი მხოლოდ ერთხელ დათმო.
ალმათის ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი მოიგო, ხოლო 1/16-ფინალში გამოცდილ ხორვატს, მარინ ჩილიჩს სძლია. მისი შემდეგი მეტოქე რუს რუბლევსა და ფრანგ მანარინოს შორის გამარჯვებული იქნება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 128-ე ადგილზეა.