ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია #1TVSPORT

16:37, 24.10.2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ერთხელ აართვა ჩაწოდება და სეტის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. მეორე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ციციპასის გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტი პარტია კვლავ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბასილაშვილმა ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა

ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დანილ მედვედევსა და ალექსანდრ ბუბლიკს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი