ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ძირითად ეტაპზეა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP ალმათის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ადამ ვოლტონი ორ სეტში – 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა და მთავარ ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის მანძილზე ბასილაშვილმა 11 ეისი შეასრულა, მეტოქეს კი ქართველის ჩაწოდებაზე არცერთი ბრეიქპოინტი ჰქონია.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 124-ე ადგილზეა.