ჩოგბურთი | „მზიურის თასზე“ საბა ფურცელაძე მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველი შეჯიბრების მეოთხედფინალში იასპარეზებს.
„მზიურის თასზე“ მეოთხე ნომრად განთესილმა ფურცელაძემ პირველ წრეში ბრიტანელ გილ ჰუსისთან რთული შეხვედრა მოიგო – 2:6, 7:6 (7:2), 7:5, მერვედფინალში კი უზბეკ სერგეი ფომინს ორ სეტში აჯობა – 6:3, 7:6 (7:4).
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ესტონელ დანიილ გლინკას დაუპირისპირდება, რომელმაც წინა რაუნდებში ჩინელი ფაჯინ სუნი და ბრიტანელი ჰენრი სირლი დაამარცხა.
ფურცელაძე ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.