ჩოგბურთი | მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი როლან გაროსის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, იტალიელი იანიკ სინერი ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირს, როლან გაროსს მეორე წრეში გამოეთიშა.
სინერმა 1/32-ფინალური ეტაპის შეხვედრა რეიტინგში 56-ე პოზიციაზე მყოფ არგენტინელ ხუან მანუელ სერუნდოლოსთან ხუთ სეტში – 6:3, 6:2, 5:7, 1:6, 1:6 წაგო.
სინერი შეხვედრას დამაჯერებლად იგებდა – 6-3, 6-2, 5-1, როცა ფიზიკური პრობლემები შეექმნა. მიუხედავად ამისა, მან მატჩი არ შეწყვიტა და არგენტინელმა ზედიზედ სამი სეტი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი 2026 წლის როლან გაროსის გათამაშებას ზედიზედ მოგებული 30 მატჩით შეხვდა, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ფრანგ ტაბურს სამ სეტში აჯობა.
როლან გაროსზე ტრავმის გამო ასევე ვერ ასპარეზობს რეიტინგის მეორე ნომერი, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კარლოს ალკარასი.