ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

16:40, 02.07.2026

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის 2026 წლის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ამერიკელ ეშლინ კრიუგერთან ორ სეტში, 1:6, 0:6 დამარცხდა.

28 წლის ბოლქვაძემ უიმბლდონზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სამი ეტაპი გაიარა, ხოლო ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს სამ სეტში, 6:2, 2:6, 6:4 სძლია.

მარიამ ბოლქვაძემ ბოლოს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ეტაპზე 2019 წელს ითამაშა, მან მაშინაც მეორე წრეში გასვლა მოახერხა.

მსგავსი