ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ ნოტინგემის ტურნირზე გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა #1TVSPORT
ინგლისში, ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ ასპარეზობა დაასრულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში ლიეტუველი ივეტა დაპკუტე დაამარცხა (6:7; 6:3; 6:0), შემდეგ ეტაპზე ლუქსემბურგელ მარია ვეკერლის სძლია (6:4; 6:4), ხოლო მეოთხედფინალში ინდოელ ვაიშნავი ადკარს მოუგო (6:3; 6:4).
ნახევარფინალში მერვე ნომრად განთესილი ბოლქვაძე ტურნირის მე-7 ნომერს, ბრიტანელ ემილი ეპლტონს შეხვდა, 4:6; 6:7 დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ შეძლო.
ამჟამად მარიამ ბოლქვაძე პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 501-ე ადგილს იკავებს.