ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო – ქართველმა ჩოგბურთელმა რუსეთის წარმომადგენელი ერიკა ანდრეევა ორ სეტში, 6:4, 7:5 (7:5) დაამარცხა.
ბოლქვაძემ მატჩის განმავლობაში მეტოქეს ჩაწოდება ოთხჯერ აართვა, თავად კი მხოლოდ ერთი ჩაწოდება დაკარგა. ქართველი ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად აწვდიდა.
აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე რუსი ალვერტინა იბრაგიმოვა იქნება, რომელმაც პირველ ეტაპზე ასევე ორ სეტში მოიგო.
წლის ბოლო სლემის საკვლიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძეც.