ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის, აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კოევერმანსთან ორ სეტში – 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
პირველ სეტში ნიდერლანდელი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ბოლქვაძემ საკუთარი თამაში მეორე სეტიდან გამოასწორა, თუმცა ტაიბრეიქზე ჩაწოდება სამჯერ დაკარგა.
აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მონაწილეობდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძე. ბასილაშვილი პირველ ეტაპზე დამარცხდა, ხოლო გორგოძე – მესამე ეტაპზე.
წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის ძირითადი ეტაპი 30 აგვისტოს დაიწყება.