ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა და უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი სამ სეტში – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.
მატჩის მანძილზე ბოლქვაძემ მეტოქეს ჩაწოდება რვაჯერ აართვა, 14-ით ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
უიმბლდონის ძირითად ბადეში გასასვლელად ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო, მან ავსტრიელი გრაბერი, იაპონელი კინოშიტა და ბელგიელი ვანდრომე დაამარცხა.
დიდი სლემის ტურნირზე ტომლიანოვიჩთან გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა – მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში იასპარეზა.
2026 წლის უმბლდონის გათამაშებაზე მარიამ ბოქლვაძის შემდეგი მეტოქე ამერიკელ კრუგერსა და ხორვატ ვეკიჩს შორის გამარჯვებული იქნება.