ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეში 39 წლის ვეტერანი, ვარვარა ლეპჩენკო ორ სეტში, 7:5, 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში ითამაშებს.

ბოლქვაძის მეტოქე შვეიცარიელი სელინ ნაეფი იქნება, რომელსაც ფრანგი ქლოე პაკეს დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა – 6:4, 4:6, 6:4.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მეორე წრეშია გასული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 25 ივნისს 21 წლის ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (ჰონგ კონგი) შეხვდება – ძირითად ბადეში გასასვლელად სამი თამაშის მოგებაა საჭირო.