ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის მეორე წრეში ეშლინ კრიუგერს შეხვდება #1TVSPORT

22:17, 01.07.2026

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ტურნირი ისტორიული გამარჯვებით გახსნა. პირველ წრეში მან 33 წლის ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს სამ სეტში სძლია და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მეორე წრეში 28 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება, რომელმაც საწყის ეტაპზე, მოულოდნელად, ხორვატი დონა ვეკიჩი დაამარცხა.

22 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ამჟამად WTA-ს კლასიფიკაციაში 102-ე პოზიციაზეა. ბოლქვაძესა და კრიუგერს კორტზე ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე არ უთამაშიათ. ქართველის მსგავსად, ამერიკელმაც უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეძლო.

ბოლქვაძისა და კრიუგერის მატჩი 2 ივლისს გაიმართება.

მსგავსი