ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე სამსუნის ტურნირის მერვედფინალშია #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე WTA-ს ჩელენჯერის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
1/16- ფინალურ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი მეტოქე – ლეოლია ჯინჯინი ორ სეტში – 6:3 6:1 დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე კანადელი ბიანკა ანდრეესკუ იქნება.
ბოლქვაძე ამ მომენტისთვის WTA-ს რეიტინგში 370-ე ადგილზეა.