ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ღია პირველობის 2026 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ალევტინა იბრაგიმოვა ორ სეტში – 6:4, 6:3 დაამარცხა.
მატჩის მანძილზე ბოლქვაძემ მეტოქეს ჩაწოდება ექვსჯერ აართვა, ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა გათმაშებების დროს და იბრაგიმოვას, პრაქტიკულად, შანსი არ ჰქონია.
აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას მარიამ ბოლქვაძე ნიდერლანდელ კოევერმანსსა პოლონელ კლიმოვიკოვას შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.
წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირზე ძირითადი ეტაპი 30 აგვისტოს დაიწყება.