ჩოგბურთი | მამაკაცთა შორის 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ალექსანდრ ზვერევი და ბენ შელტონი ითამაშებენ #1TVSPORT
მამაკაცთა შორის 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ – ტურნირის გადაწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევი ბენ შელტონს შეხვდება.
გერმანიის სახელით გამომსვლელმა ზვერევმა ნახევარფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი სამ სეტში – 6:3, 7:6 (9:7), 7:6 (8:6) დაამარცხა და მიმდინარე წელს დიდი სლემის მესამე ტურნირის ფინალში გავიდა. ზვერევმა როლან გაროსი მოიგო, ხოლო უიმბლდონის ტიტულისთვის ბრძოლაში იანიკ სინერთან დამარცხდა.
რაც შეეხება ბენ შელტონს, ამერიკელმა თანამემამულე ფრენსის ტიაფო ოთხ სეტში – 6:4, 3:6, 6:3, 7:5 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს. შელტონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ტურნირის მთავარ ფავორიტს, კარლოს ალკარასსაც მოუგო.
მამაკაცთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი 13 სექტემბერს ჩატარდება.