ჩოგბურთი | კარლოს ალკარასმა საჩვენებელ მატჩში იანიკ სინერი დაამარცხა #1TVSPORT
სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში საჩვენებელი მატჩი გაიმართა მსოფლიოს პირველ და მეორე ნომრებს შორის – ესპანელი კარლოს ალკარასი იტალიელი იანიკ სინერის წინააღმდეგ. ჩოგბურთელებს ერთად „დიდი სლემის“ 10 ტურნირი აქვთ მოგებული.
შეხვედრა საათი და 48 წუთი გრძელდებოდა და ესპანელმა ორ სეტში მოიგო – 7:5, 7:6(6).
ეს იყო ახალ სეზონში ალკარასისა და სინერის პირველი დაპირისპირება.
ჩოგბურთელები მალე ავსტრალიაში გადაინაცვლებენ, სადაც წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება.