ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი ვენის ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ATP 500 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ესპანელი კარლოს ალკარასი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ავსტრალიელი ალექს დე მინაური ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დაპირისპირება საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.
ალკარასმა ტურნირის ნახევარფინალში რუსი დანიილ მედვედევი ორ სეტში, 6:4, 7:6 დაამარცხა, ხოლო დე მინაურმა ფინალის საგზური გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან გამარჯვებით მოიპოვა.
ტიტულისკენ მიმავალ გზაზე 23 წლის ესპანელმა ასევე დაამარცხა კარენ ხაჩანოვი, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტომი პოლი.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ვენის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.