ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი უიმბლდონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს #1TVSPORT
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ უიმბლდონის ტურნირს გამოტოვებს. ესპანელი ჩოგბურთელი მარჯვენა მაჯის ტრავმას იშუშებს, რის გამოც მანამდე საფრანგეთის ღია პირველობის გამოტოვებაც მოუწია.
23 წლის ჩოგბურთელს, რომელიც დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულია, გასულ თვეში ჩატარებული ბარსელონას ღია პირველობის შემდეგ აღარ უთამაშია.
„სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს და თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, მაგრამ, სამწუხაროდ, სათამაშოდ ჯერ კიდევ არ ვარ მზად. სწორედ ამიტომ მიწევს ქუინსისა და უიმბლდონის ტურნირებიდან მოხსნა“, – დაწერა უიმბლდონის 2023 და 2024 წლების ჩემპიონმა სოციალურ ქსელში.
მიმდინარე წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერული „დიდი სლემი“ შეასრულა.