ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი ცინცინატის ტურნირისთვის დაბრუნებას გეგმავს #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი კარლოს ალკარასი, რომელიც აპრილის შემდეგ კორტზე არ გასულა, მომდევნო თვეში ცინცინატის ტურნირზე დაბრუნებას გეგმავს – ესპანელი მოთამაშე მონაწილეთა განაცხადში უკვე ოფიციალურად მოხვდა.
თუ ესპანელი მართლაც ითამაშებს, ეს მისთვის პირველი ტურნირი იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში ბარსელონას ღია პირველობის პირველ წრეში ტრავმა მიიღო. ალკარასს – მადრიდისა და რომის ტურნირების, შემდეგ კი როლან გაროსის გამოტოვება მოუწია, სადაც ის მოქმედი ორგზის ჩემპიონი გახლდათ. მან უიმბლდონიც გამოტოვა, სადაც მისმა კონკურენტმა, იანიკ სინერმა გაიმარჯვა.
ცინცინატიში მოსალოდნელი დაბრუნებით ალკარასს შანსი ეძლევა, აგვისტოს ბოლოს გასამართ აშშ-ის ღია პირველობამდე სათამაშო ფორმა აღიდგინოს, სადაც ტიტულის დასაცავად მოუწევს ბრძოლა.