ჩოგბურთი | იტალიამ ზედიზედ მესამედ მოიგო დევისის თასი #1TVSPORT
ჩოგბურთი | იტალიამ ზედიზედ მესამედ მოიგო დევისის თასი #1TVSPORT

მამაკაცებს შორის იტალიის საჩოგბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა დევისის თასი. ფინალში იტალიელებმა 2:0 დაამარცხეს ესპანეთის ნაკრები.

პირველ მატჩში მატეო ბერეტინიმ 6:3, 6:4 მოუგო პაბლო კარენიო-ბუსტას, მეორე მატჩში კი ფლავიო კობოლიმ ხაუმე მუნარი დაამარცხა – 1:6, 7:6(5), 7:5. წყვილების შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა.

2023 წელს იტალიამ ფინალში ავსტრალიას მოუგო (2:0), 2024 წელს – ნიდერლანდებს (2:0). წინა ორ სეზონში იტალიელთა რიგებში თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი იანიკ სინერი, რომელმაც 2025 წელს გადაწყვიტა, არ ეთამაშა ფინალურ რაუნდში.