ჩოგბურთი | იანიკ სინერმა ზედიზედ მეხუთე მასტერსის ტურნირი მოიგო - იტალიელმა ჯოკოვიჩისა და ნადალის რეკორდი მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი მადრიდის მასტერსის გამარჯვებულია – ტურნირის ფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში – 6:1, 6:2 დაამარცხა.
მადრიდის მასტერსის მოგებით სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის რეკორდი მოხსნა – მან ზედიზედ მეხუთე მასტერსის ტურნირი მოიგო. ლეგენდარულმა სერბმა და ესპანელმა კი აღნიშნული კატეგორიის შეჯიბრებაზე ზედიზედ ოთხ გამარჯვებას მიაღწიეს.
2025 წლის ბოლოს სინერი პარიზის მასტერსის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2026 წელს ინდიან ველსის, მაიამის, მონტე კარლოსა და მადრიდის მასტერსებზე მიაღწია წარმატებას.
იტალიელი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში 28-ე ტიტული იყო – მალე ის ბრძოლას რომის მასტერსის მოსაგებად დაიწყებს.