ჩოგბურთი | იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი გაიმეორა – იტალიელმა ჩოგბურთელმა ATP-ს 1000-ქულიანი მასტერსების ეგიდით ზედიზედ 31 მატჩი მოიგო.
სინერმა რომის მასტერსის 1/8-ფინალში ანდრეა პელეგრინოს ორ სეტში, 6:2, 6:3 სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მან მასტერსის ტურნირზე ბოლო შეხვედრა გასული წლის ოქტომბერში წააგო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 31 შეხვედრის მოგება კი 2011 წელს მოახერხა.
შესაბამისად, იანიკ სინერს რომის მასტერსზე შემდეგი გამარჯვება აბსოლუტურად რეკორდესმენად აქცევს.
იტალიელის მომდევნო მეტოქე ანდრეი რუბლევი იქნება, რომელმაც მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს სამ სეტში სძლია.