იანიკ სინერი მაიამის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის გამარჯვებულია. შეჯიბრების ფინალში იტალიელმა ჩოგბურთელმა ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სინერი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ინდიან ველსისა და მაიამის მასტერსები ზედიზედ სეტის წაგების გარეშე მოიგო.
„რთული მატჩი გამოვიდა და მეტოქემ ბევრი პრობლემა შემიქმნა. ბევრი ვიშრომეთ და მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა სინერმა ტიტულის მოპოვების შემდეგ.
იანიკ სინერისთვის მაიამის მასტერსი კარიერაში მოპოვებული 26-ე ტიტული აღმოჩნდა.