ჩოგბურთი | იანიკ სინერი ინდიან ველსის მასტერსის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის პირველი 1000-ქულიანი მასტერსის, ინდიან ველსის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი დანიილ მედვედევი ორ სეტში – 7:6(6), 7:6(4) დაამარცხა.
მედვედევმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს, კარლოს ალკარასს მოუგო, თუმცა ფინალში სინერის წინააღმდეგ ბრეიქის შესრულებაც ვერ მოახერხა და ორივე ტაიბრეიქი დათმო.
რაც შეეხება სინერს, იტალიელმა ინდიან ველსის პრესტიჟულ ტურნირზე სეტის წაგების გარეშე გაიმარჯვა. ის ფედერერისა და ჯოკოვიჩის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ჰარდის საფარზე ექვსივე მასტერსი მოიგო.
აღნიშნული ტიტული იანიკ სინერის კარიერაში 25-ე იყო.