ჩოგბურთი | იანიკ სინერი ცინცინატის მასტერსს გამოტოვებს, ტურნირზე ვერც კარლოს ალკარასი ითამაშებს #1TVSPORT

18:40, 10.08.2026

ჩოგბურთში ცინცინატის მასტერსს გასული წლის ფინალისტები გამოტოვებენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შეჯიბრების მოქმედმა ჩემპიონმა, კარლოს ალკარასმა ტრავმის რეციდივის რისკის გამო და ამერიკის ღია პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ახლა კი მსგავსი გადაწყვეტილება მისმა პრინციპულმა მეტოქემ, იტალიელმა იანიკ სინერმაც მიიღო, რომელმაც შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ იძულებული გავხდი, ცინცინატის მასტერსიდან მოვხსნილიყავი. მარჯვენა მუხლი კვლავ მტკივა და, ინტენსიური სარეაბილიტაციო კურსის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ სრული დატვირთვით სათამაშოდ ჯერ მზად არ ვარ. ახლა 2026 წლის ბოლო დიდ სლემზე ვკონცენტრირდები და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის ღია პირველობაზე ქომაგების გახარებას შევძლებ“.

ცინცინატის გათამაშება 11 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი