ჩოგბურთი | ელენა რიბაკინა ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის ყაზახი ჩოგბურთელის, ელენა რიბაკინას გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში მან ბელარუსი მეტოქე – არინა საბალენკა დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა – 6:4, 4:6, 6:4 და კარიერაში დიდი სლემის მეორე ტიტულს დაეუფლა.

გადამწყვეტი მატჩი 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში რიბაკინამ ექვსი ეისი შეასრულა, სამჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა და სამი ბრეიქ პოინტი გამოიყენა.

რიბაკინას პირველი ტიტული დიდი სლემის ტურნირზე 2022 წლით თარიღდება, მაშინ მან უიმბლდონის მოგება მოახერხა.