ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძეს აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ეტაპამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT

07:32, 27.08.2026

ეკატერინე გორგოძე აშშ-ის ღია პირველობის 2026 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა დესპინა პაპამიხაილი ორ სეტში – 7:6 (7:3), 7:6 (7:2) დაამარცხა.

პირველ სეტში საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებელი იყო და ყველაფერი ტაიბრეიქმა გადაწყვიტა, სადაც გორგოძემ სამი მინიბრეიქი მიითვალა. მეორე სეტში ჩაწოდებები იცვლებოდა. საბოლოოდ, ტაიბრეიქზე ქართველმა მეტოქეს ორი მინიბრეიქი შეუსრულა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუთმია.

აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ეკატერინე გორგოძე ჩეხ გაბრიელა კნუტსონთან ჩაატარებს.

წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირზე ძირითადი ეტაპი 30 აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი