ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ფლორიანოპოლისის ჩელენჯერი მოიგო #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ფლორიანოპოლისის ჩელენჯერი მოიგო #1TVSPORT

ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში ჩოგბურთის ჩელენჯერის ტურნირი წყვილთა შორის ეკატერინე გორგოძემ და ირენე ბურილიომ (ესპანეთი) მოიგეს.

ფინალურ მატჩში ქართულ-ესპანურმა დუეტმა სადა მაჰიმანასა (ბურუნდი) და კაროლ მონეს (საფრანგეთი) წყვილი ორ სეტში – 6:1, 6:4 დაამარცხა.

ორივე სეტის მანძილზე გორგოძე და ბურილიო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. როგორც პირველ, ასევე მეორე სეტში მათ მეტოქე წყვილის ჩაწოდება ორჯერ მოიგერიეს.

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ამჟამად პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ინდივიდუალურ რეიტინგში 189-ე ადგილზეა, ხოლო წყვილთა რეიტინგში 127-ე ადგილს იკავებს.