ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ კანბერის ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე კანბერის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს. შეჯიბრების ძირითადი ეტაპის პირველ წრეში მან ამერიკელი ელვინა კალიევა სამ სეტში – 6:2, 6:7(2), 7:6(3) დაამარცხა.
დამაჯერებლად მოგებული პირველი სეტის შემდეგ გორგოძეს მეორე პარტიაში გაუჭირდა და მეტოქემ ტაიბრეიქზე იმარჯვა. მესამე სეტიც ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც გორგოძე 5:1 დაწინაურდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
კანბერის ტურნირის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 89-ე ნომერი, იაპონელი მოიუკა უჩიჯიმა იქნება, რომელმაც პირველ წრეში მედისონ ბრენჯი ორ სეტში დაამარცხა.
ქართველისა და იაპონელის დაპირისპირება 7 იანვარს შედგება.